სენბერნარი - დიდი, ხშირბეწვიანი ძაღლის ჯიში. პირველად მე-XVII საუკუნეში გამოიყვანეს სენ-ბერნარის მონასტრის ბერებმა. მონასტერი მაღალმთიან ალპებში მდებარეობს. სენბერნარები სიცივეს კარგად იტანენ და შესანიშნავი ორიენტაციის უნარი აქვთ. ამიტომ შეეძლოთ, დახმარებოდნენ მეგზურებს, რომლებსაც ხალხი სენ-ბერნარის სახიფათო უღელტეხილზე გადაჰყავდათ.
No comments:
Post a Comment