Thursday, May 23, 2013

დოგები (ინგლ. dog — ძაღლი), დოგისებრი ძაღლები, დიდი ტანის და ძლიერი სასამსახური ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. ხანგრძლივი სელექციის შედეგად ამ ჯგუფის ჯიშები გარეგნობით ძალზე განსხვავდნენ ერთმანეთისაგან. თანამედროვე დოგებს მიეკუთვნებაგერმანული დოგებიკავკასიურიშუააზიურიტიბეტური და მონღოლური ნაგაზებიბულდოგებიბოქსიორისენბერნარი და სხვა. სახელწოდება „დოგები“ შეინარჩუნეს მხოლოდ გერმანულმა დოგებმა, რომელთა წინაპრები ევროპაში აზიიდან შეიყვანეს ძვ. ბერძნებმა. ამ ჯგუფის მოკლებეწვიანი ნაირსახეობის გამოყვანა დაიწყო დანიაში და საბოლოოდ დასრულდა გერმანიაში.
გერმანული დოგები ყველაზე დიდი ტანის, ძლიერი და ლაზათიანი გარეგნობის სასამსახური ძაღლია, ხვადის სიმაღლეა არანაკლებ 80 ამ, ძუსი — 74 ამ. აქვთ სწორკუთხა თავი, ხმლისებრი კუდი, მოკლე ბეწვი, შავი, რუხი, ჩალისფერი, ვეფხისთვისებრი, მარმარილოსებრი შეფერილობა. ყურებს აჭრიან. ფართოდაა გავრცელებული ბევრ ქვეყანაში როგორც საოჯახო საყარაულო ძაღლი.
ბულდოგებიხარის ძაღლები (ინგლ. bull — ხარი) მოკლედრუნჩიანი, ფართომკერდიანი ძაღლებია. ინგლისური ბულდოგის სიმაღლეა საშუალო 50 სმ. ფერი — თეთრი, ვეფხვისებრი, ფოთლებიანი. იყენებენ ოჯახში საყარაულოდ. ფრანგული ბულდოგი ტანმორჩილი დეკორატიული ძაღლია, იგივე შეფერილობა აქვს, რაც ინგლისურ ბულდოგს.
ბოქსიორიგერმანული ბულდოგი, გამოყვანილია ბულენბაიცერის (ხარის მგიდავის) და ინგლისური ბულდოგის შეჯვარებით. ათლეტური აღნაგობისაა. ხვადის სიმაღლეა 63-68 სმ, ძუსი — 58-62 სმ. ყურებს აჭრიან. მოკლე ბეწვი აქვთ და ჩალისფერი, ვეფხვისფერი, თეთრი შეფერილობა, თავისივე ფერის ფოთლებით. გავრცელებულია ყველგან.

No comments:

Post a Comment