Friday, May 24, 2013

მარხილის ძაღლები — მუშა ძაღლები, რომლებსაც, მარხილში შებმულებს, თოვლსა თუ ყინულზე ტრანსპორტირებისას იყენებენ.
მარხილის ძაღლები ყველა შინაურ ძაღლზე მეტად ჰგვანან თავიანთ წინაპარ რუხ მგელს. ადრე არქტიკის რეგიონში მოსახლეობა მათი საშუალებით ახორციელებდა მიმოსვლას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დღესდღეობით ეს ძაღლები ხშირად უფრო საიმედონი არიან [საჭიროებს წყაროს მითითებას], ვიდრე თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები.

ხროვის ორგანიზაცია 

მარხილის ძაღლები ხშირად მუშაობენ საშინლად ცივ გარემოსა და რთულ ლანდშაფტში და, როგორც წესი, ხროვის ძლიერ ინსტინქტებსაც ინარჩნუბენ. მათი ჯგუფის აშკარა იერარქიული წყობა ძალზე ჰგავს მგლის ხროვის იერარქიას. მემარხილეც სწორედ ამ წესებს ითვალისწინებს ძაღლების სამართავად; წინ დგას მეთაური – ჯგუფის დომინანტი. ძაღლებს ასეთი ორგანიზება სჭირდებათ არა მხოლოდ შეთანხმებული მუშაობის, არამედ საერთო უსაფრთხოებისთვისაც. დანარჩენი ძაღლები ხროვის მეთაურს მიჰყვებიან და მისი გამოცდილების წყალობით თავიდან იცილებენ მოსალოდნელ განსაცდელსა და დაბრკოლებებს.

1 comment: