მადევარი (მდევარი) ძაღლები, სხვადასხვა ჯიშის სანადირო ძაღლები. მადევარი ძაღლები ალღოთი აგნებენ ნადირის კვალს და ხმამაღლა ყეფით დევნიან მათ (აქედან წარმოდგება სახელწოდება). მსოფლიოში ცნობილია 40-მდე ჯიში. ყოფილ სსრკ-ში მოშენებულია 3:რუსული მადევარი, რუსული ჭრელი, ესტონური მადევარი. ყველაზე გავრცელებულია რუსული ჭრელი მადევარი, როგორც ჯიში რეგისტრირებულია 1925 წელს. სიმაღლით, კონსტიტუციით და შრომისუნარიანობით რუსულ მადევარს არ ჩამოუვარდება. საქართველოშიძველთაგანვე ცნობილია იმერული მადევარი. ყოფილ სსრკ-ში აღრიცხულია დაახლოებით 80 ათასამდე მადევარი ძაღლები.
No comments:
Post a Comment