წარმომავლობა. ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.
ჯიშის დახასიათება. დასავლურ-ციმბირული ლაიკის თავი ზევიდან შეხედვისას სამკუთხა ფორმისაა, ზომიერად ფართო თხემის ნაწილით. კეფის ნაწილი ოდნავ მომრგვალებულია. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია, მაგრამ არა მკვეთრად. დრუნჩი წვეტიანი და გრძელია, მაგრამ არა ვიწრო. ტუჩები მჭიდროდ მიკრობილია, თვალები – შედარებით პატარა, ივალური ფორმის, ირიბად დასმული, ნებისმიერი შეფერილობისას – მუქი თაფლისფერი ან თაფლისფერი. ყურები მდგომი, მაღლა დასმული, მოძრავია, გამოწეული, სამკუთხა ფორმის. კორპუსი ოდნავ გაჭიმულია, კისერი – კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე, ოვალური, თავის სიგრძის ტოლი. მკერდი კვერცხისებრია, ფართო და გრძელი, აღწევს იდაყვებს. ზურგი ძლიერი, სწორი და ფართოა, წელი – მოკლე, კუნთოვანი, მუცელი – აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი. თათები ოვალურია, თითები შეგროვილია გუნდაში, შუა თითები რამდენადმე დიდია სხვებზე. კუდი შემოხვეულია რგოლის ფორმაში ზურგზე ან გვერდზე, ასევე ნამგალისებურად, მაგრამ ამასთან დაბოლოება ზურგს ეხება. იგი კარგადაა ჩამოშვებული სწორი უხეში თმით. ბეწვი უხეში, სწორი, ხშირია, ქინქლი კარგად განვითარებულია, თავზე და კიდურების წინა მხარეზე – მოკლე. უფრო გრძელი ბეწვი წარმოქმნის საყელო ანაძენძს. შეფერილობა: თეთრი და ამლაკი, ნაცრისფერი, წითური და მურა ყველა ელფერით. ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა, თეთრი შეფერილობისას – ყავისფერი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 55-62 სმ, ძუ – 51-58 სმ. წონა: 18-23 კგ.
ყოლა და მოვლა. სახლში დასავლურ-ციმბირული ლაიკის ყოლა შეიძლება ტყეში ან პარკში ხანგრძლივი სეირნობების პირობით; ქალაქში გასეირნება უნდა მოხდეს მხოლოდ თასმით, რადგანაც ეს თავისუფლების მოყვარული ძაღლია და მიისწრაფვის დიდი ტერიტორიების დათვალიერებისაკენ. ძაღლი ძალიან სუფთაა, ბეწვი მუდმივ მოვლას არ საჭიროებს.
No comments:
Post a Comment