Friday, May 24, 2013

სეტერი (ინგლ. setter < set — ნაბულის კეთება) — მეძებარი ძაღლების ჯიში. იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ. გამოირჩევა ძლიერი ყნოსვითა და თანდაყოლილი ნაბულით. სეტერის 3 ჯიში — ინგლისური, ირლანდიური და შოზლანდიური — გამოყვანილია XIX საუკუნის I ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე.
XIX საუკუნის II ნახევარში სეტერი შეიყვანეს რუსეთში, შემდეგ გავრცელდა საქართველოში.
ინგლისური სეტერი საშუალო ტანისაა, წაგრძელებული ფორმა აქვს, ხმელ-ხმელი, მაგარი აღნაგობის ძაღლია. სხვა მეძებრებისაგან განსხვავდება ძებნის ლამაზი, სწრაფი, დაფენილი მოძრაობის მანერით. შემოსილია აბრეშუმივით რბილი და გრძელი ბეწვით. შეფერილობა: თეთრ ფონზე შავი, ნარინჯისფერი ან ყვითელი კოპლები ან ლაქები.
ირლანდიური სეტერი ხმელ-ხმელი მაღალფეხა ელეგანტური გარეგნობის ძაღლია. გამოირჩევა დაუოკებელი ტემპერამენტითა და სწრაფი ძებნის მანერით. შემოსილია წითელი, სწორი, გრძელი ბეწვით.
შოტლანდიური სეტერი მაგარი აღნაგობისა და სეტერებში ყველაზე დიდტანიანი ძაღლია.

No comments:

Post a Comment