Friday, May 24, 2013

პოინტერი (ინგლ. pointer < point — ნაბულის კეთება), მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლი. გამოყვანილია ინგლისში XVIII საუკუნეში ესპანური მეძებრისა და ინგლისური მელიის მადევრის — ფოქსჰაუნდის შეჯვარებით.
საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს. პოინტერის სიმაღლეა 63-65 სმ, აქვს სწორკუთხა თავი, დაკიდებული ყურები, წკეპლისებრი კუდი. ფერად შავი, ჩალისფერი ან ყავისფერია, გულსა და კიდურების ბოლოებზე თეთრი ლაქები აქვს. არის თეთრი პოინტერიც, რომელსაც ჩალისფერი, შავი და ყავისფერი ლაქები და წინწკლები აყრია. პოინტერი სწრაფია, ახასიათებს მახვილი ყნოსვა და ქანდაკებისებრი ნაბული. იყენებენ ჭაობის, ტყისა და ველის ფრინველზე სანადიროდ. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სენბერნარი - დიდი, ხშირბეწვიანი ძაღლის ჯიში. პირველად მე-XVII საუკუნეში გამოიყვანეს სენ-ბერნარის მონასტრის ბერებმა. მონასტერი მაღალმთიან ალპებში მდებარეობს. სენბერნარები სიცივეს კარგად იტანენ და შესანიშნავი ორიენტაციის უნარი აქვთ. ამიტომ შეეძლოთ, დახმარებოდნენ მეგზურებს, რომლებსაც ხალხი სენ-ბერნარის სახიფათო უღელტეხილზე გადაჰყავდათ.
სეტერი (ინგლ. setter < set — ნაბულის კეთება) — მეძებარი ძაღლების ჯიში. იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ. გამოირჩევა ძლიერი ყნოსვითა და თანდაყოლილი ნაბულით. სეტერის 3 ჯიში — ინგლისური, ირლანდიური და შოზლანდიური — გამოყვანილია XIX საუკუნის I ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე.
XIX საუკუნის II ნახევარში სეტერი შეიყვანეს რუსეთში, შემდეგ გავრცელდა საქართველოში.
ინგლისური სეტერი საშუალო ტანისაა, წაგრძელებული ფორმა აქვს, ხმელ-ხმელი, მაგარი აღნაგობის ძაღლია. სხვა მეძებრებისაგან განსხვავდება ძებნის ლამაზი, სწრაფი, დაფენილი მოძრაობის მანერით. შემოსილია აბრეშუმივით რბილი და გრძელი ბეწვით. შეფერილობა: თეთრ ფონზე შავი, ნარინჯისფერი ან ყვითელი კოპლები ან ლაქები.
ირლანდიური სეტერი ხმელ-ხმელი მაღალფეხა ელეგანტური გარეგნობის ძაღლია. გამოირჩევა დაუოკებელი ტემპერამენტითა და სწრაფი ძებნის მანერით. შემოსილია წითელი, სწორი, გრძელი ბეწვით.
შოტლანდიური სეტერი მაგარი აღნაგობისა და სეტერებში ყველაზე დიდტანიანი ძაღლია.
ინგლისური კოკერ-სპანიელი — ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნური მეთოდით გამოიყვანეს XIX საუკუნეში. ამ ძაღლის შექმნის პირველადი მიზანი იყო იდეალური სანადირო ძაღლის შექმნა. 1902 წელს ის ოფიციალურად აღიარეს ძაღლის ჯიშად. თანამედროვე ინგლისური კოკერ-სპანიელი ძლიერ შეიცვალა პირველი მდგომარეობიდან.


იერსახე

  • თავი დიდია, მაგრამ აქვს სწორი ფორმა, თვალები მრგვალია, მუქია, გრძელი ყურები დაბლაა ჩამოწეული.
  • ისინი ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლები არიან რის გამოც მათ აქვთ განვითარებული კუნთები.
  • მათ აქვს ბევრი განსხვავებული ფერი.
  • ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა.
  • ისინი შესანიშნავად ცურავენ

ხასიათი 

ინგლისური კოკერ-სპანიელი — ესაა ნამდვილი სანადირო ძაღლი, ჩვენ შეგვიძლიათ ის დავარქვათ სპორტული, რადგან ის მუდან მოძრაობს. ის რომ ისინი ურთიერთმოყვარე და მეგობრულები არიან ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია დაიცვას სახლი, ისინი მგრძნობიარეები არიან ადამიანის განწყობილებაზე. მათ აქვთ ძლიერი ყნოსვა და მხედველობა.

მოვლა 

მათი მოვლა საკმაოდ ადვილია, ის უნდა ვვარცხნოდ რეგულარულად. არის პრობლემა - გრძელი ყურები რომლებიც ხშირად ეთრევათ დაბლა (მაგალითად დასუნვის და ჭამის დროს) ჩვენ უნდა ვიზრუოთ ყურების სისუფთავეზე და ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ეს სუსტი ადგილია მსგავსი ძაღლებისთვის. არ ღირს ბევრი საჭმელის დაყრა მისთვის.
ინგლისური კოკერ სპანიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 11-12 წელი.


ფოქსტერიერები დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. არსებობს ფოქსტერიერების ორი სახეობა: უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. პირველი გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები საერთაშორისო გამოფენაზე 1862 წელს გამოჩნდნენ, ხოლო უხეშბეწვიანები ცოტა მოგვიანებით, 1872 წელს. მე-20 საუკუნის ბოლომდე მოდაში გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები იყვნენ, ხოლო დღესდღეობით უფრო მეტი ყურადღება უხეშბეწვიანებს ეთმობათ.

აღწერა 

ფოქსტერიერი ბუნებით ნამდვილი მონადირეა, ის საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და უზომოდ ენერგიული ძაღლია. ის საუკეთესო მონადირედ ითვლება მელაზე, მაჩვზე და სხვა წვრილფეხა ცხოველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფოქსტერიერის კბილი სამჯერ მასზე დიდი ზომის ძაღლის ტოლია, რის გამოც მას შეუძლია იოლად დაამარცხოს მასზე ორჯერ დიდი მოწინააღმდეგე.

ფოქსტერიერი არის მონადირე ძაღლი რომელსაც შეუძლია სოროში შეყვეს ნადირს და გამოდევნოს იქიდან. ასევე ფოქსტერიერებს იყენებენ სახლის დასაცავად.

ზოგადი ცნობები 

სიმაღლე: ხვადი 37-39 სმ, ძუ 36-38 სმ.

  • წონა: ხვადი 6-7 კგ, ძუ 7-8 კგ.
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-14 წელი
  • წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი


ტაქსა — მოკლებეწვიანი, გრძელტანიანი და მოკლე კიდურებიანი ძაღლი. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა: სტანდარტული და მინიატურული, ასევე მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ტაქსა. შეფერილობაც მრავალგვარია შავი, წითური, ვეფხვისფერი, თეთრი ყავისფერი ლაქებით და სხვა.
მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო კი – გერმანიაა.
ტაქსას იყენებენ ცხოველებზე სანადიროდ, რომლებიც სოროებში იმალებიან, თავისი ფორმის წყალობით ჯიშს შესწევს უნარი ნებისმიერ სოროში შეძვრეს და გამრეკოს ცხოველი. ტაქსა აგრეთვე დეკორატიული ცხოველია.

აღნაგობა 

სხეული: გრძელი და დაკუნთული; ტანით ასუფთავებს მიწას, რომ დაუბრკოლებლად იმოძრაოს.

  • ბალანი: სწორბეწვიანი: მოკლე, ხშირი ბეწვი და რბილი დამყოლი ტყავი აქვს. უხეში ბეწვი კუდის ქვემო მხარეს ამოსდის.
  • თავი: გრძელი და ოვალური, ოდნავ მორკალული თავის ქალა და ძლიერი ყბები; დრუნჩი შავი ან ყავისფერი, ბეწვის ფერის შესაბამისად.
  • თვალები: საშუალო ზომის და მუქი. ლაქებით დაფარულ ძაღლებს შეიძლება ერთი ან ორივე თვალი ნაწილობრივ ან მთლიანად ღია ცისფერი ჰქონდეთ.
  • ყურები: მოძრავი, გრძელი და ფართო; თავის ზედა ნაწილზე განლაგებული.
  • კიდურები: დაკუნთული წინა კიდურები; უკანა კიდურები დგომისას ერთმანეთის პარალელურია.
  • თათები: დიდი წინა და მომცრო უკანა თათები.
კუდი: ოდნავ მოხრილი; აგრძელებს ხერხემლის ზოლს.

ზოგადი მონაცემები

სიმაღლე: ხვადი 25-35 სმ, ძუ 15-25 სმ.

  • წონა: ხვადი 8-12 კგ, ძუ 4-9 კგ,
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14 წელი
  • წარმომავლობა: გერმანია
შუა აზიური ნაგაზი — ძაღლის ერთ-ერთი უძველესი ჯიში შუა აზიიდან. არ წარმოადგენს ხელოვნური სელექციის შედეგად მიღებულ სახეობას. გამოიყენება დაცვისათვის და საყარაულოდ. ჯიში ისტორიულად გავრცელებულია შუა აზიის ხალხებს შორის. აღიარებულია კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ, როგორც რუსული წარმოშობის ძაღლი[1].
მარხილის ძაღლები — მუშა ძაღლები, რომლებსაც, მარხილში შებმულებს, თოვლსა თუ ყინულზე ტრანსპორტირებისას იყენებენ.
მარხილის ძაღლები ყველა შინაურ ძაღლზე მეტად ჰგვანან თავიანთ წინაპარ რუხ მგელს. ადრე არქტიკის რეგიონში მოსახლეობა მათი საშუალებით ახორციელებდა მიმოსვლას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დღესდღეობით ეს ძაღლები ხშირად უფრო საიმედონი არიან [საჭიროებს წყაროს მითითებას], ვიდრე თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები.

ხროვის ორგანიზაცია 

მარხილის ძაღლები ხშირად მუშაობენ საშინლად ცივ გარემოსა და რთულ ლანდშაფტში და, როგორც წესი, ხროვის ძლიერ ინსტინქტებსაც ინარჩნუბენ. მათი ჯგუფის აშკარა იერარქიული წყობა ძალზე ჰგავს მგლის ხროვის იერარქიას. მემარხილეც სწორედ ამ წესებს ითვალისწინებს ძაღლების სამართავად; წინ დგას მეთაური – ჯგუფის დომინანტი. ძაღლებს ასეთი ორგანიზება სჭირდებათ არა მხოლოდ შეთანხმებული მუშაობის, არამედ საერთო უსაფრთხოებისთვისაც. დანარჩენი ძაღლები ხროვის მეთაურს მიჰყვებიან და მისი გამოცდილების წყალობით თავიდან იცილებენ მოსალოდნელ განსაცდელსა და დაბრკოლებებს.

შარპეი - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, ძვ. წ. 206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ.2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.
შარპეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა,რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.
შარპეის ლეკვები თვითონვე სწავლობენ, რომ სახლში მოსაქმება არ შეიძლება. ზომა – 45-51 სმ სიმაღლის.
სამხრეთული ძაღლი იყო ძაღლის ჯიშის სახეობა, რომელიც არსებობდა დიდ ბრიტანეთში სავარაუდოდ მე-19 საუკუნემდე. უცნობია, თუ როდის შეწყდა მისი არსებობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი შეერია სხვა ჯიშებს. ცნობილია, რომ ჯიში გამოიყენებოდა ნადირობისას.
პეკინესები — 2000 წლის წინ ჩინეთში გამოყვანილი, პატარა ფუმფულა ძაღლები. მათი სახელი მოდის ქალაქ პეკინისგან. თვითონ ჩინელები კი მათ „ფუს ძაღლებად“ მოიხსენიებენ. იმის გამოსარკვევად თუ რამდენად აფასებენ ამ ძაღლის ჯიშს ჩინეთში, შეიძლება ვიმსჯელოთ ხელოვნების უთვალავი ნიმუშით, რომლებზეც პეკინესები არიან გამოსახულნი. ითვლებოდა, რომ ისინი პატარა დამცველი-სულები არიან და ვიზუალურადაც პეკინესები უფრო პატარა ლომებს გვანან ვიდრე ძაღლებს. არსებობს ძველი ჩინური ლეგნდა პეკინესების წარმოშობის შესახებ: ამ ლეგენდის თანახმად, უხსოვარ დროში ცხოველთა მეფე ლომს მაიმუნიშეუყვარდა და ცოლად მოიყვანა; ამ წყვილისგან დაბადებულიმა ნაშიერმა კი ორივე მშობლის თვისებები, მაიმუნისგან გარეგნობა, ლომისგან კი ბუნებით სიამაყეობა მიიღო.
პეკინესი ჩინელი იმპერატორების საყვარელი ძაღლი იყო და მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლეში. მას იყენებდნენ სხვადასხვა ბუდისტურ რიტუალებში. ევროპაში პეკინესმა 1860 წელს მოიპოვა პოპულარობა.

აღწერა პეკინესი თავისი შეხედულებით ჰგავს მინიატურულ ლომს. აქვს გრძელი ხშირი ბეწვი, რომელსაც ესაჭიროება ყოველდღიური მოვლა. შეფერილობა შავი, თეთრი, წითური და შერეული ფერები.

ამერიკული სტაფორდშირი ტერიერი არის ამერიკული ძაღლის ჯიში,ტერიერების ჯგუფიდან.1898 წ. ამერიკაში ოფიციალურად აღიარეს პიტ-ბულტერიერი ცალკე ჯიშად.ამ ძაღლის ჯიშებს უმეტესწილათ იყენებდნენ ძაღლების ორთაბრძოლებში.პიტბულტერიერების ფანების მეშვეობითა და ვილფრედ ბრენდომს მეთაურობით,დაიწყო იმ ძაღლების გამრავლება,რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა ძაღლების ჩხუბებში.სწორედ ამ სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა ამერიკული სტაფორდშირი ტერიერი,რომელსაც შედარებით მდგრადი ფსიქიკა და დამყოლი ხასიათი აქვს.1936 წ. სტაფი აღიარეს ცალკე ჯიშად.რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ვილფრედ ბრენდომს.მოიხსენიებდნენ როგორც სტაფორდშირი ტერიერს. 1972 წ.სახელ სტაფორდშირი ტერიერს დაემატა ამერიკული. ჯიშს ხშირად მოიხსენიებენ ამსტაფის ან სტაფის სახელით.
ზომა და გარეგნობა
სტაფი არის საშვალო ზომის ძაღლი,აქვს ძლიერ განვითარებული მუსკულატურა და ყბები. ხვადი სტაფის ზომა 46-48 სმ-ია,ძუსი -კი 43-46. სიცოცხლის ხანგძლივობა 10-14 წელი.
ხასიათი და ტემპერამენტი
სტაფს სჭირდება ლეკვობის ასაკიდანვე ინტესიური წვრთნა.პატრონმა ძაღლთან უნდა გამოავლინოს ძლიერი ლიდერობის უნარი,ყოველი მათი ურჩი ხასიათს პატრონმა დასჯით უნდა გასცეს პასუხი ,ხოლო ყოველი შესრულებილი ბრძანება უნდა შეუქოს.სტაფები უნდა იყვნენ სოციალიზირებულნი,სხვა შემთხვევაში ,დიდია ალბათობა რომ გამოავლინოს აგრესია სხვა შინაური ცხოველებისა და ადამიანების მიმართაც კი.სასურველია იმ ლეკვის აყვანა რომლის მშობლემსაც ძაღლების ჩხუბში არ აქვთ მონაწილეობა მიღებული,ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ნამატი შეგხვდეთ,რაც მოზრდილ ასაკის ძაღლში დიდი პრობლემების გამომწვევია. ამერიკული სტაფორდშირი ტერიერი არის ძლიერი ტემპერამენტის ჯიშის,მას სჭირდება ინტესიური და ხშირი სეირნობა.კარგად გრძნობს თავს როგორც კერძო სახლში, ასევე ბინაში. სტაფი სწორად აღზრდის შემთხვევაში არის კარგი კომპანიონი,პატრონისა და მისი ოჯახის მცველი,არი ძალიან მხიარული და მოძრავი ძაღლი სიბერეშიც კი.
კურცჰაარი (გერმ. Kurzhaar) — მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, შემდეგ მცირე რაოდენობით საქართველოშიც გავრცელდა. კურცჰაარისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოგჯერ ყავისფერლაქებიანი ან კოპლებიანი თეთრი. საშუალოდ კურცჰაარი ცხოვრობს 12-14 წელს.
კუდის 2/3-ს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.

Thursday, May 23, 2013

როტვეილერი — შინაური ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილი იქნა როტვაილში (გერმანია). ამ ჯიშის ძაღლები ცნობილები იყვნენ, როგორც „როტვაილის ყასაბი ძაღლები“ (გერმ. Rottweiler Metzgerhund). ჯიშს იყენებდნენშვიდწლიან ომში.
როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. როტვეილერის გაწვრთნა ადვილია, მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს. წარსულში მას სამწყემსად და სადარაჯოდ იყენებდნენ.
როტვეილერის ბალანი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. უკანა ფეხები წინაზე გრძელია, მრგვალი კისერი კი დაკუნთულია. ძლიერ ყბებს ერთვის მძლავრი კბილები ამშვენებს. როტვეილერი ცნობილია, როგორც კარგი მოდარაჯე.
კანე კორსო — უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.
კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი.
კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.
კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. იგი იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.

აღწერა ულმასტიფი არის ძალიან ძლიერი ძაღლი, კარგად განვითარებული მუსკულატურით. თავი განიერი და კვადრატული, ძლიერი კბილებით, ყურები ჩამოყრილი და უკან გაწეული, მოკლე ბეწვი, შეფერილობა მოყვითალო მოყავისფრო, ალისფერი და ვეფხვისფერი. ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, დამჯერი, ყურადღებიანი, უშიშარი და ენერგიული ძაღლი.

წარმომავლობა ბულმასტიფის სამშობლოა დიდი ბრიტანეთი. ეს ჯიში 1872 წელს ინგლისელმა მეტყევეებმა ორი ჯიშის, ბულდოგის და მასტიფის შეჯვარებით გამოიყვანეს. მათ უნდოდათ ჰყოლოდათ ძაღლი რომელიც იქნებოდა ძლიერი, მასიური და უმიზეზოდ არ იყეფებდა. ოფიციალურად ეს ჯიში აღიარეს 1924 წელს.

ზოგადი ცნობები 

სიმაღლე: ხვადი 64-68 სმ, ძუ 61-66 სმ.

  • წონა: ხვადი 50-59 კგ, ძუ 45-54 კგ
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-10 წელი
  • წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი

მადევარი (მდევარი) ძაღლები, სხვადასხვა ჯიშის სანადირო ძაღლები. მადევარი ძაღლები ალღოთი აგნებენ ნადირის კვალს და ხმამაღლა ყეფით დევნიან მათ (აქედან წარმოდგება სახელწოდება). მსოფლიოში ცნობილია 40-მდე ჯიში. ყოფილ სსრკ-ში მოშენებულია 3:რუსული მადევარირუსული ჭრელიესტონური მადევარი. ყველაზე გავრცელებულია რუსული ჭრელი მადევარი, როგორც ჯიში რეგისტრირებულია 1925 წელს. სიმაღლით, კონსტიტუციით და შრომისუნარიანობით რუსულ მადევარს არ ჩამოუვარდება. საქართველოშიძველთაგანვე ცნობილია იმერული მადევარი. ყოფილ სსრკ-ში აღრიცხულია დაახლოებით 80 ათასამდე მადევარი ძაღლები.
ბოქსიორი — გერმანული ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია 1850 წელს გერმანიაში მიუნხენში, მასტიფის და ბულდოგის შეჯვარევით.
აქვს შავი, მსხვილი, განიერი ცხვირი, განიერი მკერდი, მუქი თვალები, ძლიერი კისერი. აქვს განვითარებული მუსკულატურა და სწორი ფეხები. ბოქსიორის ძირითადი შეფერილობაა წითური, ვეფხვისფერი, ასევე იშვიათ გვხვდება თეთრი ფერის ბოქსიორებიც.
სიმაღლე:ხვადი 57-63 სმ, ძუ 54-59სმ.
წონა:ხვადი 30-32 კგ, ძუ 24-25კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-12წელი
წარმომავლობა:გერმანიაბოქსიორები ძლიერ ენერგიული ძაღლები არიან, განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებენ ბავშვების მიმართ.
არიან სამართლიანები. ასევე არიან ჯიუტები, თუმცა ადვილად იწვრთნებიან.
ბოქსიორთა უმეტესობა არ ამჟღავნებს აგრესიას უცხო ადამიანთა, თუ ცხოველთა მიმართ,თუმცა პროვოცირების შემთხვევაში ძალიან საშიშები ხდებიან. ბოქსიორს უყვარს ხშირი სეირნობა, არიან ენერგიულები. სიამოვნებთ გაშლილ მინდორზე სირბილი.ამ გერმანულ ჯიშს იყენებენ: პოლიციაში, საკუთრების დასაცავად, უსინათლოთა დასახმარებლად, ოჯახის მეგობრად და მისი წევრების მცველად ან უბრალოდ მეგობრად.
დოგები (ინგლ. dog — ძაღლი), დოგისებრი ძაღლები, დიდი ტანის და ძლიერი სასამსახური ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. ხანგრძლივი სელექციის შედეგად ამ ჯგუფის ჯიშები გარეგნობით ძალზე განსხვავდნენ ერთმანეთისაგან. თანამედროვე დოგებს მიეკუთვნებაგერმანული დოგებიკავკასიურიშუააზიურიტიბეტური და მონღოლური ნაგაზებიბულდოგებიბოქსიორისენბერნარი და სხვა. სახელწოდება „დოგები“ შეინარჩუნეს მხოლოდ გერმანულმა დოგებმა, რომელთა წინაპრები ევროპაში აზიიდან შეიყვანეს ძვ. ბერძნებმა. ამ ჯგუფის მოკლებეწვიანი ნაირსახეობის გამოყვანა დაიწყო დანიაში და საბოლოოდ დასრულდა გერმანიაში.
გერმანული დოგები ყველაზე დიდი ტანის, ძლიერი და ლაზათიანი გარეგნობის სასამსახური ძაღლია, ხვადის სიმაღლეა არანაკლებ 80 ამ, ძუსი — 74 ამ. აქვთ სწორკუთხა თავი, ხმლისებრი კუდი, მოკლე ბეწვი, შავი, რუხი, ჩალისფერი, ვეფხისთვისებრი, მარმარილოსებრი შეფერილობა. ყურებს აჭრიან. ფართოდაა გავრცელებული ბევრ ქვეყანაში როგორც საოჯახო საყარაულო ძაღლი.
ბულდოგებიხარის ძაღლები (ინგლ. bull — ხარი) მოკლედრუნჩიანი, ფართომკერდიანი ძაღლებია. ინგლისური ბულდოგის სიმაღლეა საშუალო 50 სმ. ფერი — თეთრი, ვეფხვისებრი, ფოთლებიანი. იყენებენ ოჯახში საყარაულოდ. ფრანგული ბულდოგი ტანმორჩილი დეკორატიული ძაღლია, იგივე შეფერილობა აქვს, რაც ინგლისურ ბულდოგს.
ბოქსიორიგერმანული ბულდოგი, გამოყვანილია ბულენბაიცერის (ხარის მგიდავის) და ინგლისური ბულდოგის შეჯვარებით. ათლეტური აღნაგობისაა. ხვადის სიმაღლეა 63-68 სმ, ძუსი — 58-62 სმ. ყურებს აჭრიან. მოკლე ბეწვი აქვთ და ჩალისფერი, ვეფხვისფერი, თეთრი შეფერილობა, თავისივე ფერის ფოთლებით. გავრცელებულია ყველგან.
ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. ასევე, ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი გამოირჩევა მშვიდი და ალერსიანი ხასიათით, ასევე თავისი გონიერებით და ენერგიულობით, ამიტომ იგი საუკეთესო კომპანიონად ითვლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით მეგობრულია ბავშვების მიმართ. იგი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.

გარეგნობა 

ლაბრადორი შედარებით დიდი ტანის იზრდება. მამალი საშუალოდ 30–36 კილოგრამს იწონის, დედალი კი 25-32 კგ-ს. ამ ჯიშის გარეგნული თვისებების უმრავლესობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა როგორც მუშა ძაღლი. აქვს მოკლე და სწორი ბეწვი, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის, ან რეგულარულად მთელი წლის განმავლობაში, ზომიერ სარტყელში. კუდი საკმაოდ დიდი და ძლიერი აქვს. წავისებური კუდი და აპკიანი თათები შესანიშნავ მოცურავედ აქცევს ამ ჯიშს. ამაში ხელს უწყობს ბეწვიც, რომელიც არ ატარებს წყალს. ლაბრადორი, ზოგიერთ სხვა ჯიშთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ არ ხრის უკანა ფეხებს წოლისას.
ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. ასევე, ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი გამოირჩევა მშვიდი და ალერსიანი ხასიათით, ასევე თავისი გონიერებით და ენერგიულობით, ამიტომ იგი საუკეთესო კომპანიონად ითვლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით მეგობრულია ბავშვების მიმართ. იგი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.
გარეგნობა
ლაბრადორი შედარებით დიდი ტანის იზრდება. მამალი საშუალოდ 30–36 კილოგრამს იწონის, დედალი კი 25-32 კგ-ს. ამ ჯიშის გარეგნული თვისებების უმრავლესობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა როგორც მუშა ძაღლი. აქვს მოკლე და სწორი ბეწვი, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის, ან რეგულარულად მთელი წლის განმავლობაში, ზომიერ სარტყელში. კუდი საკმაოდ დიდი და ძლიერი აქვს. წავისებური კუდი და აპკიანი თათები შესანიშნავ მოცურავედ აქცევს ამ ჯიშს. ამაში ხელს უწყობს ბეწვიც, რომელიც არ ატარებს წყალს. ლაბრადორი, ზოგიერთ სხვა ჯიშთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ არ ხრის უკანა ფეხებს წოლისას.

წარმომავლობა

ჩიხუახუა გამოიყვანეს მექსიკაში, მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყვანეს მისი ნაირსახეობა გრძელბეწვიანი ჩიხუახუა.

ჯიშის აღწერა

ჩიხუახუა არის პროპორციული ტანის მინიატურული ძაღლი. დიდი დაცქვეტილი ყურებით, საშუალო ზომის კუდით. ბეწვი ხშირი. შეფერილობა ნებისმიერი. რთულად იტანს სიცივეს.

ხასიათი

ჩიხუახუა არის ძალიან მხიარული, მამაცი და პატრონისადმი ერთგული ძაღლი. არის შესანიშნავი კომპანიონი.

დანიშნულება

ჩიხუახუა არის დეკორატიული ძაღლი.
პუდელი — ძაღლის ჯიში რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია, ნაწილი თვლის რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.
პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.
პუდელი არის ძალიან მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. კეთილგანწყობილია ოჯახის ყველა წევრის მიმართ.
პუდელი არის მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი.
მისი მონაცემებია: სიმაღლე:ხვადი 24-28სმ, ძუ 20-25სმ. წონა: ხვადი 2,5-3, ძუ 2-2,5. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი წარმომავლობა: საფრანგეთიგერმანია
წარმომავლობა. ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.
ჯიშის დახასიათება. დასავლურ-ციმბირული ლაიკის თავი ზევიდან შეხედვისას სამკუთხა ფორმისაა, ზომიერად ფართო თხემის ნაწილით. კეფის ნაწილი ოდნავ მომრგვალებულია. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია, მაგრამ არა მკვეთრად. დრუნჩი წვეტიანი და გრძელია, მაგრამ არა ვიწრო. ტუჩები მჭიდროდ მიკრობილია, თვალები – შედარებით პატარა, ივალური ფორმის, ირიბად დასმული, ნებისმიერი შეფერილობისას – მუქი თაფლისფერი ან თაფლისფერი. ყურები მდგომი, მაღლა დასმული, მოძრავია, გამოწეული, სამკუთხა ფორმის. კორპუსი ოდნავ გაჭიმულია, კისერი – კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე, ოვალური, თავის სიგრძის ტოლი. მკერდი კვერცხისებრია, ფართო და გრძელი, აღწევს იდაყვებს. ზურგი ძლიერი, სწორი და ფართოა, წელი – მოკლე, კუნთოვანი, მუცელი – აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი. თათები ოვალურია, თითები შეგროვილია გუნდაში, შუა თითები რამდენადმე დიდია სხვებზე. კუდი შემოხვეულია რგოლის ფორმაში ზურგზე ან გვერდზე, ასევე ნამგალისებურად, მაგრამ ამასთან დაბოლოება ზურგს ეხება. იგი კარგადაა ჩამოშვებული სწორი უხეში თმით. ბეწვი უხეში, სწორი, ხშირია, ქინქლი კარგად განვითარებულია, თავზე და კიდურების წინა მხარეზე – მოკლე. უფრო გრძელი ბეწვი წარმოქმნის საყელო ანაძენძს. შეფერილობა: თეთრი და ამლაკი, ნაცრისფერი, წითური და მურა ყველა ელფერით. ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა, თეთრი შეფერილობისას – ყავისფერი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 55-62 სმ, ძუ – 51-58 სმ. წონა: 18-23 კგ.
ყოლა და მოვლა. სახლში დასავლურ-ციმბირული ლაიკის ყოლა შეიძლება ტყეში ან პარკში ხანგრძლივი სეირნობების პირობით; ქალაქში გასეირნება უნდა მოხდეს მხოლოდ თასმით, რადგანაც ეს თავისუფლების მოყვარული ძაღლია და მიისწრაფვის დიდი ტერიტორიების დათვალიერებისაკენ. ძაღლი ძალიან სუფთაა, ბეწვი მუდმივ მოვლას არ საჭიროებს.

Wednesday, May 22, 2013

ნაგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].

ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა“, „ცუგო“ და (თუშური) „ტუგა“, „ტუგო“. უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან“, უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი“ თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის“ ნაცვლად.


ჯიშის ისტორია

ნაგაზი ენდემური, აბორიგენული კავკასიური მეცხვარული ანუ „მთის“ ძაღლის ქართული ქვეჯიშის კერძო სახელია (სომხური ქვეჯიშის კერძო სახელია „გამპრ“, აღმოსავლეთ-თურქულისა „ყარაბაშ“). ქართველი მეცხვარეები გამორჩეულ ნაგაზებს, რომლებიც გამოცდილი არიან მგელთან შებრძოლებაში „მახრჩობელებსაც“ უწოდებენ. ნაგაზი ფართო გამოყენების ჯიშია და იგი გამოიყენებოდა როგორც მეცხვარული (ცხვრის), აგრეთვე - მოდარაჯე და საბრძოლო მიზნებისათვის.

ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს“ უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო - გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს“ (ანუ „ნაგაზით“ ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს“).

ნაგაზი ზოგადად განეკუთვნება „მოლოსების“ ანუ „ალპიური მეცხვარული ძაღლების“ დიდ ოჯახს და არსებითი მოსაზრებით იგი გავრცელდა მეცხვარეობის გავრცელებასთან ერთად - როგორც დარგის აუცილებელი და განუყოფელი უზრუნველმყოფი ატრიბუტი. ევროპის მთელს მთიანეთში დაწყებული ესპანეთიდან და ბასკეთიდან და დასრულებული კავკასიით ყველგან გვხვდება ძალზე მსგავსი, ფრიად მონათესავე მეცხვარული ძაღლები. შედარებით უფრო განსხვავებული ქვეჯიში ვრცელდება აღმოსავლეთი კასპიისპირეთის მთიანეთებიდან ინდოჩინეთის მთიანეთების ჩათვლით.

განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეტ ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს“. აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში.

ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი“ (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია).


ნაგაზი საქართველოში

ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრებით არიან თუშები, რომელთა არსებობა მთლიანად მეცხვარეობას ეფუძნება. თუშები ტრადიციულად თავის ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ საქართველოს მრავალ რეგიონსა (ელდარის იალაღები) და ჩრდილო კავკასიაში (ყიზლარის იალაღები) და ყველგან ავრცელებდნენ ნაგაზებს.

მეორე მსოფლიო ომისშემდგომ საქართველოში ნაგაზის ჯიშის აღდგენაზე ზრუნვა კერძო ენთუზიასტებმა დაიწყეს 70-იანი წლებიდან, როდესაც „ფაუნის მოყვარულთა კლუბმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო ექსპედიცია საქართველოს რაიონებში ჯიშის მდგომარეობის შესასწავლად და ჩაატარდა ფოტოგადაღებები და აზომვები. მოეწყო აგრეთვე საგანგებო ტელეგადაცემები და დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები - რომელთა მიზანი იყო ნაგაზის ჯიშის პოპულარიზება, გადარჩენა და გაუმჯობესება. ამავე პერიოდში გამოფენებზე გამოჩნდნენ პირველი აბორიგენული ნაგაზები და რუსეთიდან ჩამოჯიშებული კავკასიური მეცხვარული ძაღლები. 1970-იანი წლების თბილისის ჩემპიონებს შორის იყვნენ ხვადი „ზორბა“ და ძუკნები „ციბა“ და „ჩუკა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაგაზის ჯიშის აღდგენა-გაუმჯობესებაზე მუშაობა განახლდა. სამწუხაროდ, ჯიშთსანაშენეებში უპირატესად იყენებენ რუსეთიდან იმპორტირებულ კავკასიურ მეცხვარულ ძაღლებს და კვლავ ნაკლები ყურადღება ექცევა აბორიგენული გენური წყაროების გამოყენებას.

დიდი წარმატება ხვდა წილად კავკასიური მეცხვარული ძაღლების აჭარის ჯიშთსანაშენეს - რომლის ნაგაზი „ბასმაჩი“ (ა.აბაშიძე) მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ აჭარაში რევოლუციის შემდგომ ეს ჯიშთსანაშენე დაიშალა და ძაღლების უმეტესობა კვლავ რუსეთში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონი ამავე პერიოდში გახდა კავკასიური მეცხვარული ძაღლი „სიმბა“ (მ.ჭკუასელი) წოდორეთიდან.

ნაგაზების საქართველოში ჯიშთსანაშენე საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოიაზრება ყურადღების კონცენტრირება აბორიგენულ, ხალასი სისხლის, საკმაოდ იშვიათ თეთრ ნაგაზებზე - რომლებზე მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნილება თანდათანობით არსებითი ხდება (რამდენადაც კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოშენებაში რუსული და ევრო-ამერიკული ჯიშთსანაშენეებისათვის კონკურენცია შეუძლებელია). აგრეთვე საშურია 2-3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა.